logo
შესვლა
|
რეგისტრაცია მთავარი
|
საიტის შესახებ
|
ტექსტური ვერსია
|
Rss/Atom
|
საიტის რუკა
დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას!                                                                დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას!                                                                დაუთმეთ დრო თქვენს ჯანმრთელობას!
logo

რადიოლოგიის დეპარტამენტი

ს.ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში რადიოლოგიის დეპარტამენტი არსებობს 2012 წლიდან. დეპარტამენტის ხელმძღვანელია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ოკუჯავა. დეპარტამენტში მუშაობენ რადიოლოგები: ზურაბ სირაძე, მედიცინის დოქტორი ზვიად გიორგაძე, თსსუ–ს ასოცირებული პროფესორი ირაკლი ავაზაშვილი.
რადიოლოგიის დეპარტამენტში სრულდება მთელი სხეულის მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფია თანამედროვე აპარატის Toshiba Asteion-ის მეშვეობით. სწარმოებს როგორც თავის ტვინის, გულმკერდის, მუცლის ღრუს, ხერხემლის და სხვა რუტინული, ტომოგრფიული კვლევები, ასევე გამოსახულებების რეკონსტრუქციული დამუშავება სპეციალიზირებული 3D კომპიუტერული პროგრამების მეშვეობით, რაც საშუალებას იძლევამეტი სიზუსტით დაიგეგმოს სხვადასხვა ქირურგიული ჩარევა (მაგ. ქალას ძვლებზე).
მოცემული აპარატით შესაძლებელია შიგნითა ყურის ნატიფი სტრუქტურების გამოკვლევა,რაც კლინიკის პროფილის გათვალისწინებით მეტად აქტუალურია.
კლინიკაში არსებული კომპიუტერული ტომოგრაფის მეშვეობით შესაძლებელია კომპიუტერულ–ტომოგრაფიული ანგიოგრაფიის ჩატარება. აღნიშნული გამოკვლევახშირად ცვლის ინვაზიურ რენტეგენოკონტრასტულ ანგიოგრაფის ან შეიძლება გამოვიყენოთ როგორც სკრინინგ მეთოდისისხლძარღვოვანი პათოლოგიებისათვის.


რენტგენოდიაგნოსტიკურ განყოფილებაში თქვენ შეგიძლიათ ჩაიტაროთ შემდეგი კვლევები:

• ფილტვების კომპლექსური რენტგენოსკოპია+რენტგენოგრაფია;
• გულმკერდის რენტგენოგრაფია;
• რენტგენოსკოპია;
• მუცლის ღრუს მომოხილვითი RO–გრაფია;
• საშარდე სისტემის მიმოხილვითი RO–გრაფია;
• ექსკრეტორული უროგრაფია;
• კუჭ–ნაწლავის RO–გრაფია;
• კუჭის RO–გრაფია;
• რეტროგრადული ურეთროპიელოგრაფია (უროლოგთან ერთად);
• უროცისტოგრაფია (უროლოგთან ერთად);
• ფისტულიგრაფია (ქირურგთან ერთად);
• თავის ქალას RO–გრაფია;
• ხახისა და ხორხის RO–გრაფია;
• ცხვირის დანამატი წიაღების RO–გრაფია;
• თურქული კეხის დამიზნებითი RO–გრაფია;
• ქვედა ყბის RO–გრაფია;
• ზედა ყბის RO–გრაფია;
• ცხვირის ძვლების RO–გრაფია;
• კისრის მალების RO–გრაფია;
• მკერდის ძვლის RO–გრაფია;
• გულმკერდის მალების RO–გრაფია;
• ნეკნების RO–გრაფია;
• წელის მალების RO–გრაფია;
• წელის მალების RO–გრაფია ფუნქციური დატვირთვით;
• გავა–კუდუსუნის RO–გრაფია;
• მხრის სახსრის RO–გრაფია;
• ლავიწის ძვლის RO–გრაფია;
• ბეჭის ძვლის RO–გრაფია;
• მხრის ძვლის RO–გრაფია;
• იდაყვის სახსრის RO–გრაფია;
• წინა მხრის RO–გრაფია;
• სხივ–მაჯის სახსრის RO–გრაფია;
• ხელის მტევნის RO–გრაფია;
• ხელისა და ტერფის თითების RO–გრაფია;
• მენჯის მიმოხილვითი RO–გრაფია;
• ორივე მენჯ–ბარძაყის სახსრის RO–გრაფია;
• ერთი მენჯ–ბარძაყის სახსრის RO–გრაფია;
• ბარძაყის ძვლის RO–გრაფია;
• ორივე მუხლის სახსრის RO–გრაფია;
• ერთი მუხლის სახსრის RO–გრაფია;
• წვივის ძვლების RO–გრაფია;
• კოჭ–წვივის სახსრის RO–გრაფია;
• წინა ტერფის RO–გრაფია;
• ქუსლის ძვლის RO–გრაფია;
• ტერფის RO–გრაფია ბრტყელტერფიანობის დასადგენად;
• ხერხემლის სვეტის RO–გრაფია სქოლიოზის დასადგენად;
• ხერხემლის სვეტის RO–გრაფია (დატვირთვით – ვერტიკალურ მდგომარეობაში);
• ანტეგრადული ქოლანგიოგრაფია (ქირურგთან ერთად);
• ინტრაოპერაციული ქოლანგიოგრაფია;
• ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატოგრაფია (ენდოსკოპისტთან ერთად);
• მიქციური ურეთროცისტოგრაფია (უროლოგთან ერთად);
• ირიგოსკოპია;
• საფეთქლის ძვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
• საყლაპავის რენტგენოლოგიური გამოკვლევა კონტრასტით.

რადიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ი.ავაზაშვილი
photo